Photo
თუშეთი

აღმოაჩინე თუშეთი

სამზეო იდეალური ადგილია თუშეთში დაუვიწყარი მოგზაურობისთვის. სადაც ბუნების სილამაზესთან ერთად შეგიძლიათ ისიამოვნოთ ადგილობრივ კულტურასა და ტრადიციებზე დაფუძნებული გამოცდილებით. თუშეთი ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვინც ეძებს სიმშვიდეს და განმარტოებას, თავგადასავლებს და აღმოჩენებს, ან უბრალოდ მეგორბებთან და ოჯახთან ერთად შთაბეჭდილებებით სავსე დროის გატარება სურს. სამზეო სწორედ ის ადგილია, სადაც ულამაზეს ლანდშაფტს და უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას აღმოაჩენთ. დაათვალიერებთ თუშეთის ულამაზეს სოფლებს, ისტორიულ ციხეებს და დატკბებით თვალუწვდენელი პეიზაჟებით.

აღმოაჩინე თუშეთი სამზეოში

ოთახები

ყველა ოთახი

Sabinao with Terrace

2 ზრდასრული • Standard Twin ან Double • 25 m2 • დამატებითი საწოლი

ტრადიციულ სტილში გაფორმებული ოთახი ტერასით.

ერთი ღამის ღირებულება საუზმით 2 ადამიანზე - 469₾

შეამოწმე

Sabinao

2 ზრდასრული • Standard Twin ან Double • 25 m2 • დამატებითი საწოლი

მყუდრო სივრცე, სადაც თანამედროვე კომფორტი თუშურ ისტორიას ერწყმის.

ერთი ღამის ღირებულება საუზმით 2 ადამიანზე - 430₾

შეამოწმე

Sabinao Family with Terrace

4 ზრდასრული •  Twin და double • 32 m2 • დამატებითი საწოლი

თუშურ სტილში მოწყობილი სივრცე ოჯახური განტვირთვისთვის. 
ორ ოთახში განთავსებულია ორი ერთადგილიანი ლოგინი და გასაშლელი სავარძელი.

ერთი ღამის ღირებულება საუზმით 2 ადამიანზე - 608₾

შეამოწმე

Sabinao Family

4 ზრდასრული •  Twin და double • 32 m2 • დამატებითი საწოლი

ოჯახითვის და მეგობრებისთვის შექმნილი იდეალური სივრცე.  ახალი თუშური თავგადასავლის მზადებისას.
ორ ოთახში განთავსებულია ორი ერთადგილიანი ლოგინი და გასაშლელი სავარძელი.

ერთი ღამის ღირებულება საუზმით 2 ადამიანზე - 532₾

შეამოწმე

Sabinao Deluxe with Terrace

3 ზრდასრული •  Twin ან Double • 27 m2 • დამატებითი საწოლი

მეტი სივრცე, მეტი კომფორტი. ოთახი მთის ხედით.
ორი ერთადგილიანი ლოგინი და გასაშლელი სავარძელი.

ერთი ღამის ღირებულება საუზმით 2 ადამიანზე - 532₾

შეამოწმე

Satusho 2 Bedrooms

5 ზრდასრული •  Twin და double • 55 m2 • დამატებითი საწოლი

ორი კომფორტული საძინებელი და მისაღები ოთახი თუშურ სტილში. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ თავი იგრძნოთ საკუთარ სახლში. 

პირველი საძინებელი - ორი ერთადგილიანი ლოგინი; მეორე საძინებელი - ორი ერთადგილიანი და დამატებით გასაშლელი ლოგინი; მისაღები ოთახი გასაშლელი სავარძლით და 2 სველი წერტილი.

ერთი ღამის ღირებულება საუზმით 4 ადამიანზე - 430₾

შეამოწმე

თუშური თავგადასავალი

თუ ერთხელ მაინც ხარ მომსწრე მშვენების, დილის რიჟრაჟზე მთების კალთიდან ამომავალი მზის სიდიადის, შეუძლებელია იფიქრო თუშეთზე და ცხადად არ იგრძნო ყველაზე არომატული, მიმოფენილი, სხვადასხვაგვარი კენკრის გემო და „ფერგაცრეცილი ყაყაჩოსა“ და სპეტაკი გვირილის ჭრელი კალთები.

„სამზეო“ თუშეთი უნიკალური ადგილია ყოველდღიურობისგან თავის დასაღწევად და თუშური ავთენტური ატმოსფეროსა და შეგრძნებების გასაღვივებლად. კომფორტული ნომრები, მყუდრო ჰოლი დახვეწილი აქსესუარებით, ქართულ მოტივებზე შექმნილი ხის ავეჯის ცალკეული ნივთებით, ფარდაგებითა და ნოხებით, აივნებითა და ტერასებით. სრულყოფილებას ასრულებს სწორად შერჩეული მქრქალი და  მშვიდი განათება, რომელიც აძლიერებს სასტუმროს ინტერიერით მიღებელ შთაბეჭდილებას.

Photo
Photo
Photo

სასტუმროს უპირატესობები

ეთნო გამოცდილება

საუკუნოვანი ტრადიციები და ცოცხალი ფოლკლორი, რაც ადგილობრივ, ავთენტურ სტუმარპასპინძლობის კულტურაში გამოიხატება

გამორჩეული ადგილმდებარეობა

ომალო გამოირჩევა თვალწარმტაცი ბუნებით, სადაც მთები, მწვანე ხეობები და სუფთა მდინარეები იშლება. მისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა აისახება შუასაუკუნეების კოშკებში, ტრადიციულ ქვის სახლებში და საუკუნოვან ეკლესიებში.

მთის გასტრონომია

თუშური სამზარეულო მოიცავს ადგილობრივი ინგრედიენტებით და უძველესი კულინარული ტექნიკებით მომზადებულ საჭმელს. იგი ასახავს მთების განსხვავებულ სულს, რომელშიც შერწყმულია განუმეორებელი გემოები და ავთენტური ტექსტურა

თავგადასავლები

თუშეთი აერთიანებს ჯანმრთელ ცხოვრების წესსა და თავგადასავლებს – სუფთა ბუნება, მთის ჰაერი და ორგანული საკვები ხელს უწყობს აქტიურ ცხოვრებას, ხოლო აქტივობები, როგორიცაა ლაშქრობა, ცხენოსნობა და რთულ რელიეფზე მოგზაურობა, ერთისმხრივ აძლიერებს სხეულს და გონებას და მეორემხრივ საშუალებას გაძლევთ გახდეთ ისეთი თავგაფდასავლის ნაწილი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგყვებათ.

ლოკაცია

მისამართები: ომალო, თუშეთი

ტელეფონი: +995 577 73 28 43

ელ.ფოსტა: [email protected]

მიმართულება

მთავარი მახასიათებლები:

თვალწარმტაცი ბუნება: მაღალი მწვერვალებით, ხასხასა ხეობებითა და ანკარა მდინარეებით გარშემორტყმული ომალო საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ხედებით გამოირჩევა.

კულტურული მემკვიდრეობა: ომალოში მდებარეობს ისტორიული, შუა საუკუნეების კოშკები, ტრადიციული ქვის სახლები და საუკუნოვანი ეკლესიები, რომლებიც რეგიონის მდიდარ ისტორიასა და უნიკალურ არქიტექტურულ სტილს ასახავს.

ველური ბუნება: რეგიონი ველური ბუნების ნამდვილი თავშესაფარია, სადაც ბინადრობენ ისეთი იშვიათი სახეობები, როგორებიცაა კავკასიური შურთხი, არწივი და ჯიხვი. ეს ყველაფერი ომალოს სამოთხედ აქცევს ბუნების მოყვარულთა და ფრინველებზე დამკვირვებელთათვის.

ავთენტური გამოცდილება: ომალოს სტუმრებს საშუალება აქვთ ეზიარონ ცხოვრების ტრადიციულ, თუშურ წესს, ჩაერთონ ადგილობრივ დღესასწაულებში, დააგემოვნონ შინაური ყველი თუ ღვინო და იხილონ უძველესი ჩვეულებები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა.


Swipe
Swipe