საბინაო ადაპტირებული
ტერასითა და ხედით მთაზე
სასტუმროში საბინაო ადაპტირებული ტერასით და მთის ხედით ერთი ნომერია. საუკეთესო არჩევანი ყოველდღიურობისგან თავის დასაღწევად, დასვენებისა და შემოქმედებითად დამუხტვისთვის.
ნომერი B ბლოკის მეორე სართულზე მდებარეობს და 2 სტუმარზეა გათვალისწინებული. წელიწადის ნებისმიერ დროს ნორმიდან დანახული მთის კალთები, მათი ათასწლოვანი ნაოჭებით, უბერებელი მზერითა და აქა-იქ მოკაშკაშე, მზის სხივებზე მიფიცხული მყინვარებით ყოველთვის აღტაცებულს ტოვებს მნახველს.
ინტერიერის კომფორტულობისა და მყუდროების გარანტია ტერასაა, სადაც, ფინჯან ყავასთან ერთად შესაძლებელია დატკბეთ მთის არაჩვეულებრივი ხედით, რაც დასვენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
• ოთახი
• ტერასა
• საწოლი
• მაგიდა/სკამი/გასაშლელი ტახტი
• ტანსაცმლის ლითონის საკიდი
• ტუმბო
• აბაზანა აქსესუარებით