აპარტამენტი სათუშო

სასტუმრო ოთახით და 3 საძინებლით, ხედით მთაზე

სასტუმროში სათუშო სამსაძინებლიანი ერთი  აპარტამენტია. აპარტამენტიდან მოჩანს მთა, რომელიც ერთნაირად შთამბეჭდავია წელიწადის ოთხივე დროს. აპარტამენტის სივრცე გემოვნებით და გონივრულადაა დაგეგმარებული.
აპარტამენტი A დუპლექსის ტიპის ნომერია და A ბლოკის პირველ და მეორე სართულზე მდებარეობს. განკუთვნილია 7 სტუმრისთვის, საძინებლებში ზემოთ და  სასადილო/სასტუმრო ოთახში პირველ სართულზე არის თუშური ქვით მოპირკეთებული ბუხარი. ნომერს აქვს ცალკე შესასვლელი ეზოდან.
 ეროვნულ მოტივებზე შექმნილი ნოხების და ფარდაგების  ფერებისა და ორნამენტების კონტრასტი თითქოს ფანჯრიდან დანახული ხედის გამოძახილია. ინტერიერი მშვიდი და  შთამაგონებელია, დეტალები კი გემოვნებით და ზუსტადა შერჩეული.

•    სასტუმრო ოთახი
•    3 საძინებელი
•    2 აბაზანა აქსესუარებით
•    საწოლები
•    მაგიდები/სკამები
•    ტანსაცმლის ლითონის საკიდებლები
•    ტუმბოები

კარგია იცოდე