აპარტამენტი სათუშო
სასტუმრო ოთახით, 2 საძინებელით და ხედით მთაზე
სასტუმროში სათუშო ორსაძინებლიანი აპარტამენტია. აპარტამენტიდან მოჩანს მთა, რომელიც ერთნაირად შთამბეჭდავია წელიწადის ოთხივე დროს. აპარტამენტის სივრცე კი გემოვნებით და გონივრულადაა დაგეგმარებული.
ნომერი დუპლექსის ტიპისაა, განთავსებულია A ბლოკის პირველ და მეორე სართულზე, აქვს ცალკე შესასვლელი ეზოდან. საძინებლებში ზემოთ და სასადილო/სასტუმრო ოთახში პირველ სართულზე არის ბუხარი.
განკუთვნილია 5 სტუმრისთვის. ეროვნულ მოტივებზე შექმნილი ნოხების და ფარდაგების მოხატულობა თითქოს ფანჯრებზე ასახული მთის სურათების გამოძახილია.
ინტერიერის ფერები მშვიდი და შთამაგონებელია. ყველა დეტალი გემოვნებითა და ზუსტადაა შერჩეული.
• სასტუმრო ოთახი
• ორი საძინებელი
• აბაზანა აქსესუარებით
• მაგიდა/სკამი
• ტანსაცმლის ლითონის საკიდი
• ტუმბო