სამზეო რესტორანი

„სამზეოს“ რესტორანი 52 სტუმარს უმასპინძლებს. 
სუფთა და ჯანსაღი ჰაერით გამძაფრებულ მადას ღირსეულად დახვდება რესტორნის სამზარეულო ქართული და თუშური კერძებით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც არჩევანი არ კეთდება სასარგებლოსა და გემრიელს შორის. აქ რაც გემრიელია, ყველაფერი სასარგებლოა...
ღია კომუნიკაციები ამძაფრებს სივრცის შეგრძნებას. ტერასიდან, სადაც პირდაპირ რესტორნიდანაა გასასვლელი, ხელის გულივითაა გადაშლილი თუშეთის ულამაზესი ბუნება. რესტორნის და ტერასის დიზაინი სასტუმროს კონცეფციის თემატიკას აგრძელებს. მუქი და მშვიდი ფერები, რომლებშიც დომინირებს ლურჯი, ეროვნულ თემატიკაზე შექმნილი ფარდაგები და ნოხები, ხის მაგიდები და სკამები, ბუხარი და რბილი ავეჯი, ლითონისა და თიხის გემოვნებით შერჩეული ელემენტები სრულყოფილ თანხვედრაში აქცევს თანამედროვე მოთხოვნებსა და ადგილობრივ ატმოსფეროს.
პროფესიონალი მზარეულების მიერ შექმნილი უგემრიელესი ქართული და თუშური კერძები გემოსთან ერთად განსაკუთრებულია ინგრედიენტებით და გაფორმების მრავალფეროვნებით. სასმელების დიდი არჩევანი კი, ცნობილ თუშურ ლუდთან ერთად, განტვირთვის და ადგილობრივი მშვენიერებისი გარემოს უკეთ აღქმის საუკეთესო საშუალებაა.
სიმშვიდისა და დასვენებისთვის განაწყობს რესტორნის გარემოც: მუქი ფერები, ხის მაგიდები და სკამები, ულამაზესი სანათები და სხვადასხვა ნაციონალური ელემენტები თიხის ქოთნებში ჩარგულ მშვენიერ მცენარეებთან ერთად. 
რესტორნიდან შესაძლებელია ტერასაზე გასვლა, საიდანაც შთამბეჭდავი ხედი იშლება. 36 ადამიანზე გათვლილი ტერასის სრულყოფილებას რესტორნის ბუხარი და ნოხები ასრულებს.
სასტუმროს ტერასაზე განთავსებულია მაყალი, სადაც შესაძლებელია იხილოთ კერძის დამზადების პროცესი,. გარდა ამისა, ტერასაზე და  საერთო მოხმარების სივრცეებში იქნება ფონური მუსიკა,  როგორც თანამედროვე, ისეასევე, თუშური მელოდიებით.
 

გახსნის საათები

7:30 -10:30

ვახშამი

6:30-10:30

ლანჩი

12:00-2:30

საუზმე

7:30-11:00

სასაუზმე ბუფეტი

USD 20 ერთ ადამიანზე