სასადილო

სუფთა და ჯანსაღი ჰაერით გამძაფრებულ მადას ღირსეულად დახვდება რესტორნის სამზარეულო ქართული და თუშური კერძებით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც არჩევანი არ კეთდება სასარგებლოსა და გემრიელს შორის. აქ რაც გემრიელია, ყველაფერი სასარგებლოა... სასმელების დიდი არჩევანი კი, ცნობილ თუშურ ლუდთან ერთად, განტვირთვის და ადგილობრივი მშვენიერი გარემოს უკეთ აღქმის საუკეთესო საშუალებაა.