ივენთები

საუკეთესო ადგილი თქვენი დღესასწუალისთვის

ღონისძიებები

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დღე, რომლის აღნიშვნაც მას განსაკუთრებულად სურს, ან სულაც უნდა, რომ ტრადიციას, რომელსაც ზედმიწევნით იცავს, რაღაც ახალი ელფერი შესძინოს. ამ შემთხვევაში, შეუძლებელია, ინატრო რამე „სამზეოზე“ უკეთესი. სასტუმრო და მთელი თუშეთი მისწრებაა ფანტაზიის გასაღვივებლად და ნებისმიერი ტიპის ღონისძიების გასამართად. აქაურ ერთნაირად უხდება როგორც ქართულ-თუშური, ისე ევროპული სამოსი, როგორც ეროვნული ცეკვები და მუსიკის ჰანგები, ისე თანამედროვე და კლასიკური. 
„სამზეოში“ წინასწარი შთანხმებით შესაძლებელია ნებისმიერი ღონისძიების ორგანიზება: სადღესასწაულო ბანკეტი, ქორწილი, რაიმე თარიღთან დაკავშირებული თავყრილობა თუ სხვა.
აქ გატარებული ყოველი წამი მომავალში სასიამოვნო და დაუვიწყარი მოგონებების უშრეტი წყაროა.