უკან

სასტუმრო ''სამზეო'' თუშეთში.

მრავალფეროვანია ბუნება... არის დედამიწაზე ადგილები, სადაც ადამიანის ხელი და განუსაზღვრელი ძალისხმევაა საჭირო, რომ ის, რაც ხელთუქმნელია, წალკოტად იქცეს. 
საქართველოს ბუნება თავადაა ხელთუქმნელი წალკოტი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მონახულების შემდეგ გრჩება უკმარისობის გრძნობა – თითქოს რაღაც დაგრჩა უნახავი და შენდაუნებურად იწყებ თვლას, შემდეგ ჯერზე რამდენი დღე დაგჭირდება, ყველაფერი რომ მოინახულო და ამ დროს, კარგად თუ დაფიქრდები, მიხვდები, რომ ღმერთმა თავად გვარგუნა ქვეყანა, სადაც რამდენიმე დღე, რამდენიმე თვე კი არა, შეიძლება რამდენიმე სიცოცხლეც არ გეყოს იმისთვის, რომ საკუთარი სამშობლო გქონდეს კარგად შესწავლილი...
აქ ადამიანის ხელი და გონება მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ ამ უდიდეს განძს მოუფრთხილდე, შეინარჩუნო და განავითარო – ეს კი გაცილებით მარტივი და სასიამოვნო ჯაფაა, ვიდრე ხრიოკის წალკოტად ქცევა და უშველებელი ფუნდამენტი ტურიზმის განვითარების უმაღლესი სტანდარტის დასამკვიდრებლად.
მაგრამ ვინაიდან საქართველო ერთადერთი არაა, შესაბამისად კონკურენციაც დიდია და დღითიდღე მატულობს. ამავდროულად, კონკურენცია ქვეყნის შიგნითაც უსწრაფესად იზრდება ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით – ტურისტულ ობიექტებზე და, ზოგადად, ქვეყანაში იშვიათობას აღარ წარმოადგენს მსოფლიო დონის კომფორტი და უმაღლესი კლასის მომსახურება.
ამ მხრივ სრულიად გამორჩეულია „რედიქს ჯგუფის“ სასტუმროები – ადგილები, სადაც ეს სატუმროები მდებარეობს და განუმეორებელი ატმოსფერო მათში. არის აქ რაღაც სხვებისგან განსხვავებული – არა მხოლოდ კლასი, არა მხოლოდ კომფორტი, არა მხოლოდ მომსახურება, არა უგემრიელესი კერძები და სასმელები, არამედ გაშინაურებული და ამასთანავე არაფამილიარული და კულტურული თავაზიანობა, შეგრძნება იმისა, რომ რაღაც  განსაკუთრებული ხარ და ერთადერთი სურვილი, რაც აქ ამოძრავებთ, შენთვის დღესასწაულის მოწყობაა, რომელიც უსასრულოდ უნდა გაგრძელდეს...
... და გრძელდება კიდეც! –
– სასტუმრო „სამზეო“ საქართველოს აღმოსავლეთის მთების ედემში, თუშეთის სოფელ ომალოში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც წინასწარ რაიმეს თქმას აზრიც არ აქვს. ეს ყველაფერი უნდა ნახო!