სამზეო ბათუმი ჰოუმ ქალაქის ცენტრში, ისტორიული ბათუმის პირველ ზოლში მდებარეობს. შენობის ფასადი და ინტერიერი, მისი კონცეფციით ძველი და თანამედროვე ბათუმის სინთეზს წარმოადგენს.
ბათუმისთვის დამახასიათებელი, აღმოსავლური ორნამენტებით გაფორმებული შენობის ინტერიერი იდეალურად ჯდება ლეპორტ ჰოუმის თანამედროვე, პრემიუმ ხარისხის ავეჯთან და დეტალებთან, რაც საერთო ჯამში, იდეალურ სივრცეს ქმნის განტვირთვისთვის და დასამახსოვრებელი საღამოს გასატარებლად.


შენობის ბოლო სართულზე ფეშენებელური აპარტამენტები არის წარმოდგენილი, საიდანაც შეძლებთ პანორამული ხედით ტკბობას ულამაზეს ბათუმსა და მისტიურ შავ ზღვაზე.
ყველა ბინა აღჭურვილია ავეჯით, აქსესუარებითა და სამზარეულოს ჩაშენებული ტექნიკით. აპარტოტელის მდებარეობა, თანამედროვე დიზაინის კომფორტული ნომრები და მყუდრო გარემო, როგორც საუკეთესო დასვენების, ასევე იდეალური სამუშაო სივრცის წინაპირობაა.