ეთნო ბუტიკ სასტუმროები
Photo

დაუვიწყარი თავგადასავალი

ეთნო ბუტიკ სასტუმროები

ჩვენი ისტორია

„სამზეო“ ეთნო ბუტიკური სასტუმროების ქსელია, რომელიც მომხმარებელს თანამედროვე, ბუტიკის ტიპის, სასტუმროების მომსახურებას სთავაზობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. თითოეულ სასტუმროში ჩაქსოვილია ადგილობრივი უნიკალური ტრადიციები და ღირებულებები, ამიტომ სამზეო ავთენტურ გამოცდილებასა და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ.  

ჩვენი სასტუმროების ინტერიერი რეგიონისთვის დამახასიათებელი, ადგილობრივი კულტურის მიხედვით არის გაფორმებული. ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ, გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმულ სასტუმროებს, უგემრიელეს კერძებსა და სახალისო აქტივობებს. 

სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება  და საერთაშორისო ხარისხის მომსახურება საუკეთესო დასვენების გარანტია. 



Photo

Photo

ჩვენ გპირდებით: 


სამზეოს თითოეული სასტუმრო უნიკალურია და საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურულ თავისებურებებს აირეკლავს. სამზეოში შეძლებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვასა და სახალისო აქტივობებში ჩართვას, ჩვენი ქვეყნის ტრადიციების შეცნობასა და გემრიელი კერძების დაგემოვნებას. მშვიდი დასვენების მოყვარულებს კი შეგეძლებათ, სიმყუდროვითა და კომფორტით დატკბეთ და უბრალოდ განიტვირთოთ. 

თუშური, მისტიკური ალიონიდან, შავი ზღვის ჰორიზონტზე დაკიდებულ, ჩამავალ ფორთოხლისფერ მზემდე - თქვენ წინ სამზეოს სარკმლიდან დანახული საქართველო გადაიშლება. აღმოაჩინეთ საქართველო სამზეოში!  გამოგვყევით თუშეთში, ყვარელში, ბათუმსა და აბასთუმანში.



მდებარეობა

Photo

სამზეო

მისამართები

ყვარელი • სიღნაღი • თუშეთი • ბათუმი • აბასთუმანი

Phone
+995 577 24 24 20
მოგვწერე ელ.ფოსტაზე
Swipe
Swipe